საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატმა კოალიციის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
"არჩევნები საქართველოში ძალიან საინტერესო და დემოკრატიული იქნება და ამით დასრულდება გამოცდა, რომელსაც დემოკრატიულობის წინაშე საქართველო აბარებს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტროვმა.