სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს პირადი არქივიდან მისი ქადაგეგები და ეპისტოლები გამოიცემა.
ამის შესახებ პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა.
"წელს სამმაგი იუბილეა: 35 წელია პატრიარქის აღსაყდრებიდან, 50 წელია, რაც სასულიერო ცხოვრებას ეწევა და მისი დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ამიტომ სახელმწიფომ და საპატრიარქომ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტა სამმაგი იუბილის ჩატარება. ახლა გაიმართა პირველი სხდომა იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ამ სამ მნიშვნელოვან თარიღს უნდა მიეძღვნას. ეს ყველაფერი ღირსეულად აღნიშვნას იმსახურებს. მოხდება როგორც ისტორიული, ასევე მისი პირადი არქივიდან მისი ქადაგეგებისა და ეპისტოლების გამოცემა. ამასთან, მისი ნაწარმებები სხვადასხვა ფორმით შესრულდება", - განაცხადა ნიკა რურუამ, რომლის ინფორმაციით, კომისები 10 დღეში ერთხელ შეიკრიბება.