კახეთში ერთი ტომარა პურის ფქვილი 6 ლარით გაძვირდა. სასურსათო მაღაზიების მენეჯერების განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილი 33 ლარი ღირდა და 39 ლარი გახდა. დისტრიბუტორების თქმით, ფქვილის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თამარ მეფარიშვილის განცხადებით, პურის ფქვილზე ფასის მატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„პურის ქარხნებმა ფქვილზე თუ ფასები აწიეს, პასუხი ჩვენგან გაინტერესებთ? როგორ ფიქრობთ ფასებს ჩვენ ვაწესებთ? არ ვფლობ მაგ ინფორმაციას, ფქვილზე ფასმა თუ აიწია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ მეფარიშვილმა.