საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი 2012 წლის ივლისის საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები