ჩინეთი საქართველოს 9,5 მლნ დოლარს გამოუყოფს. საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის დღეს ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახლით ხელს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ხოლო ჩინეთის მთავრობის სახელით ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე მოაწერენ.
შეთანხმ,ება საქართველოსთვის 9,5 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული ფინანსური რესურსი მექანიზაციის მხარდაჭერისთვის დაიხარჯება.