პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკების წინააღმდეგ, შესაძლო, ვადალიზმის აქტების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მიერ იგეგმება საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკის (გარდა „ბანკი ქართუ"-სი) წინააღმდეგ აგრესიისა და ვანდალიზმის აქტები კოალიცია „ქართული ოცნების" ატრიბუტიკის გამოყენებით.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ არაფერი გვაქვს საერთო ამ ოპერაციასთან, რომელიც პირდაპირ არის მიმართული კოალიცია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ამგვარი უკანონო ქმედებების შეკვეთისა და დაგეგმვისგან", - აცხადებს კოალიცია.