დღეს, 10 ივლისს, "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონი დასრულდება. ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ჯგუფის" აქციების 100%-ზე ვაჭრობა 18:00 საათზე, ხოლო "პროგრეს ბანკის" აქციების 21,7%-ზე - 19:00 საათზე შეწყდება .
შეგახსენებთ, რომ ადვოკატების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფში” წლის არ ფლობს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".