აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ მსხვილი ჩინური სამშენებლო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავტონომიური რეგიონის სინძიანის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ლევან ვარშალომიძემ სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო გარემო გააცნო და მათთან ერთად თანამშრომლობის სამომავლო სფეროები განიხილა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძეც ესწრებოდა.
„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში 6 წელია სხვადასხვა სახის ინვესტიციებს ახორცილებს, მისი ძირითადი საქმიანობა ხე–ტყისა და ქვის წარმოებაა. კომპანია სამომავლოდ სამშენებლო სფეროსაც მოიცავს. იგი თბილისში, ვაზის უბანში 250 მილიონიან პოროექტს განახორცილებს. რამდენიმე დღის წინათ „ჰუალინგ ჯგუფმა“ „ბაზის ბანკის“ საკონრტოლო პაკეტიც შეიძინა.
დელგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლი და სარფის გამშვები სასაზღვრო პუნქტიც მოინახულეს.
მასალის გამოყენების პირობები