ხვალ, 10 ივლისს, "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონი დასრულდება.
ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ჯგუფის" აქციების 100%-ზე ვაჭრობა 18:00 საათზე, ხოლო "პროგრეს ბანკის" აქციების 21,7%-ზე - 19:00 საათზე შეწყდება .
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".