ქვემო ქართლში "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. "ქართული ოცნების" "ფეისბუკის'' გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წალკაში "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო, სადაც ქვემო ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
თეთრიწყარო - მამუკა აბულაძე, წალკა - აიკ მელტოიანი, გარდაბანი - მამუკა არეშიძე, ბოლნისი - დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავი - ზვიად ძიძიგური, დმანისი - პაატა ხიზანიშვილი.