საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კასპის რაიონის სოფელ ხიდისთავში დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტის ფარგლებში დოეს-გრაკალის სარწყავი არხისა და სათავე ნეგებობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 5 სოფლის (ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი, დოესი, გრაკალი) დაახლოებით 2 000 ოჯახის საკუთრებაში არსებული 400 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გასარწყავდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულება 2012 წლის ოქტომბერში იგეგმება. პროექტში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.