ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ,,მენეჯმენტ სერვისს" ხელშეკრულება გააუქმა. სამინისტროს ინფორმაციით, კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვის"-ს შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვის"-მა იკისრა ვალდებულება, მისთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7"-ში (კომპლექსი ციცინათელა) განეხორციელებინა 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ეფექტური მართვისთვის.
2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისი"-ს დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში" შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისი"-ს მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენიმეჯერ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში.
ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს) კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.
ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის ციცინათელას