ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია Permira-მ მოდის სახლი Valentino 600 მლნ ევროდ გაყიდა.
Valentino-ს მყიდველის ვინაობა უცნობია, თუმცა ახალი ინვესტორი სავარაუდოდ Permira-ს ერთ-ერთი პარტნიორია.
კომპანია Permira Valentino-ს 2007 წლიდან ფლობს, რომელიც Red & Black-გან Hugo Boss-თან ერთად შეიძინა.
თუმცა სულ მალე Valentino მისმა დამფუძნებელმა ვალენტინო გარვანიმ დატოვა და მოდის სახლისთვის მისი სახელის შენარჩუნების სანაცვლოდ კომპანია მას გაკრვეულ პროცენტს უხდიდა.
2008 წელს დიზაინერების მარი გრაცი კიურისა და პეტრა პაოლო პიკოლის დამსახურებით, Valentino-ს გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ Valentino 1959 წელს შეიქმნა.