თაბუკავშვილის 32-ში მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს მოედო. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განაცხადა, დამწვარია დაახლოებით 60 კვადრატული მეტრის ფართობი.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება 15 წუთში მოხერხდა. ხანძარი მთლიანად ნახევარ საათში იქნა ლიკვიდირებული.
ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის სახურავი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა.
ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. დაზარალებულებს ძველი თბილისის გამგეობა დაეხმარება.
"ხანძარი დაახლოებით 50-60 კვადრატულ მეტრზე იყოსაცხოვრებელ სახლში მოდებული. ხანძრის ლოკალიზაცია 15 წუთში მოხერხდა, ნახევარ საათში მთლიანად ლიკვიდირებული იქნა ხანძარი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები და ისინი დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.