საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე რუსული მხარის შეხედულებისამებრ", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის მხარეში დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ადგილზე სამაშველო ჯგუფისა და ჰუმანიტარული დამხარების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა.