სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ ის არ დაიხევს უკან "ერის გამოწვევის წინაშე".
იმავდროულად, ასადი ბრალს დებს საუდის არაბეთს, ყატარს და თურქეთს კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ხელის შეშლაში.
სირიის პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორისტებსა და ამბოხებულებს.
მან ასევე ბრალი დასდო აშშ-ს "იმ ბანდების მხარდაჭერაში", რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიტაციას.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 16 თვეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს და გაეროს მონაცემებით დაღუპულია 15 ათასზე მეტი ადამიანი.