საქართველოში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი.
ფილატი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ივანე მერაბიშვილს შეხვდა. გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის შემგომი თანამშრომლობის შესახებ.
მოგვიანებით მერაბიშვილი და ფილატი ერთად დაათვალიერებენ გაფორმების ეკონომიკურ ზონას, სადაც გაიმართება ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.
ხელი მოეწერება შემდეგ დოკუმენტებს:
1. შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მგზავრობის შესახებ";
2. ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ";
3. შეთანხმების პროექტს ,, საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ";
4. შეთანხმების პროექტს ,, საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ".
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფილათი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.
კულტურული პროგრამის ფარგლებში ფილატი საქართველოს ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.