რუსეთის ფედერაციაში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად და უკრაინაში მომხდარი ავარიის გამო დაღუპულებს გლოვობს.
გლოვიც დღის გამოცხადების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო უკრაინაში, ქალაქ "ველიკიე ლუკიში" მომლოცველებით სავსე ავტობუსის გადაბრუნების გამო 14 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავებულია.