დღეს, 9 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას - "საქართველოში არსებული ვითარება" უყრიან კენჭს ".
დოკუმენტი უკვე განიხილა და მიიღო ეუთოს საპარლამეტო ასამბელის პოლიტიკურმა კომიტეტმა. წინააღმდეგ ხმა რუსეთის ფედრაციის დელეგაციამ მისცა.
დოკუმენტში, რომელიც პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხაილ შჩერბამ მოამზადა, საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი ავტორები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იყენებენ ტერმინს -ოკუპაცია.
რეზოლუციის ტექსტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება.
დოკუმენტში საუბარი დევნილების უპირობო დაბრუნებაზე.
დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, ცხინვალსა და აფხაზეთში დაუშვას საერთაშორისო მონიტორები