საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II გეგმიური სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გაემგზავრება.
პატრიარქი ბერლინში რამდენიმე საათში 15 კაციან დელეგაციასთან ერთად გაფრინდება.
წინასწარი ინფორმაციით, ილია II გერმანიაში დაახლოებით ორი კვირა დარჩება.
პატრიარქი სამედიცინო შემოწმების მიზნით გერმანიაში სისტემატიურად დადის.