კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი ორი დღის გაანმავლობაში ვითარება, შესაძლოა, გართულდეს, რადგანაც მოსალოდნელია კოკისპირული წვიმები.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს რიგ ადგილებში მეწყერების ჩამოწოლას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით საქმე აღიძრა რუსეთის სსკ-ს 109-ეე მუხლის მესამე ნაწილით (სხვისი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობის შედეგად).
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინიტროს მონაცემებით, 15 ათასზე მეტი დაზარალებულად ითვლება.
სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 500-მდე ადამიანმა მიმართა, მათ შორის 50-ზე მეტი ბავშვია.
კოკისპირული წვიმების შედეგად ქალაქებში: გელენჯიკი, კრიმსკი, ნოვოროსიისკი, ასევე დასახლებულ პუნქტებში დივნომორსკოე, ნიჟნებანანსკაია, ნებერდჟაევსკაია და კაბარდინკა 5 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.