დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს.
მისი თქმით, მათი ამოცანაა, ცვლილებები განვახორციელოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა.
„დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს, და ისეთი ლიდერები, რომლებიც მათ წინაშე არსებული გამოწვევების კონკრეტულ გადაწყვეტას სთავაზობენ.
ეს შედეგები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში გამორჩეული კანდიდატები წარდგნენ, მათ შორის ისეთ ოლქებშიც, სადაც გამარჯვების შანსი მანამდე მცირე იყო. ისინი განსხვავებული წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა მათ საერთო ღირებულებები, საზოგადოებრივი სამსახურის რწმენა და თავიანთი ოლქებისა და შტატების მოსახლეობის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ვალდებულება აერთიანებდათ.
ასევე, მადლიერება გვმართებს ათასობით საარჩევნო მოხელისა და ორივე პარტიის მოხალისის მიმართ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, ახლა ჩვენი ამოცანაა, საქმეს შევუდგეთ, ცვლილებები განვახორციელოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, აღვკვეთოთ შემდგომი ზიანი და მომავლისთვის საფუძველი მოვამზადოთ,“ - წერს ობამა.