დღეს, 9 ივლისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის, ცოტნე დადიანის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, ზედაზენის, ზედაუბნის, ჟრენტის, კალუჟინის, ბახმაროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. კერძოდ, თევდორე მღვდლის და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V და VII კვარტლების მცხოვრებლებს.