დღეს, 9 ივლისს 11:15 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მოლდოვას პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება შეთანხმებას საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლიანკა.