ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, მეცხრე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში იყოფება.
ოს სეპარატისტთა დელეგაციას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკოფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს. სეპარატისტთა დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, კოკოითის "სახელმწიფო მრჩეველი" კონსტანტინე კოჩიევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების რწმუნებული დავიდ სანაკოევი და პოსტკოფლიტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მოლაპარაკებათა მთავარი საკითხი თავდაუსხმელობის ხელშეკრულები გაფორმება, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებისა და საზღვრის გადაკვეთა იქნება.