ბათუმში, ნინოშვილის ქუჩა N 27-ში, კოლორიტული კაფე-რესტორანი "Fanfan"-ი გაიხსნა. გამორჩეული და დახვეწილი დიზაინით შექმნილი ინტერიერი სტუმრებს საუკეთესო მომსახურებასა და მყუდრო გარემოს სთავაზობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კაფე-რესტორანი "Fanfan"-ი დილის საუზმით 09:00 საათიდან უმასპინძლდება ტურისტებსა თუ ბათუმელებს. პარასკევსა და შაბათს იგი ღამის 03:00 საათამდე იმუშავებს.
LIVE band with VIKEA & OTO არის პირველი მუსიკალური საღამო, რომელიც 6-7 ივლისს 21:00 საათზე იგეგმება. სეზონზე კაფე-რესტორანი "Fanfan"-ი სხვა მრავალ სიურპრიზსა და გასართობ საღამოს შესათავაზებს ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს.