კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმებისა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46 ადამიანამდე გაიზარდა.
"დაღუპულთა ცხედრებს გზის ნაპირებზე პოულობენ, იქ სადაც სტიქიამ გადაიარა",_ აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა ვინაობასა და დაღუპვის გარემოებებს ამჟამად არკვევენ.
ამასთან ერთად, დაღუპულთაგან მრავალი დატბორვის შემდეგ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
აღსანიშნაია, რომ ძლიერი და გადაუღებელი წვიმების შედეგად კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში 320 სახლი დაიტბორა. სულ დაზარალებულია 1, 29 ათასი ადამიანი. ძლიერმა წვიმებმა გარდა სახლებისა და ეზოებისა, მიწის ნაკვეთებიც დატბორა. ადგილზე მობილიზებულია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ყველა წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები