კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმებისა და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდემონამ 41 ადამიანს მიაღწია. მრავალი მათგანი დატბორვის შემდეგ დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს ადგილობრივი სამმართველო ავრცელებს.
აღსანიშნაია, რომ ძლიერი და გადაუღებელი წვიმების შედეგად კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში 320 სახლი დაიტბორა. სულ დაზარალებულია 1, 29 ათასი ადამიანი. ძლიერმა წვიმებმა გარდა სახლებისა და ეზოებისა, მიწის ნაკვეთებიც დატბორა. ადგილზე მობილიზებულია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ყველა წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები