საქართველოს მთავრობის სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა დამტკიცა. პროგრამის მიხედვით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია უნდა მიაწოდოს
იმავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია მიაწოდოს.
ხოლო თავად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარის ფორმის დამტკიცება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების მოძიება კი ჯანდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებიდან მოხდება.
პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ კი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის დამატებითი ფინანსების მოძიება დასჭირდება, ამისათვის ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შესაბამისი თანხა მოიძიოს დაამით პროგრამის განხორციელება უზრუნველყოს.
პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის მიზანია საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა. სამუშაოს მაძიებლად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელსაც არა აქვს და ეძებს სამუშაოს ან აქვს სამუშაო და მზად არის სხვა სამუშაოს შესასრულებლად. 15-დან 18 წლამდე ასაკის სამუშაოს მაძიებლისათვის სავალდე¬ბუ¬ლოა მშობლის/მეურვის თანხმობა.
პროგრამის მოსარგებლეები არ არიან: ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პე¬რიოდის განმავლობაში; სამხედრო პირები (წვევამდელები და სამხედრო პირები), რომ¬ლე¬ბიც ცხოვრობენ ყაზარმებში; საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფ¬რებ¬ში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულე¬ბებში მყოფი (მცხოვრები) პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები. პროგრამა ხორციელდება 2012 წლის 9 ივლისიდან 2012 წლის 9 ნო¬ემ¬ბრამდე და ის ხორციელდება ეტაპობრივად, ქალაქებისა და/ან შესაბა¬მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის საფუძ¬ველზე, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პროგრამის განმახორციელებელია სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია ამ პროგრამის განხორციელების პრო¬ცესთან დაკავშირებით შეიმუშაოს და გამოსცეს შესაბამისი ადმინის¬ტრა¬ციულ-სამართლებრივი აქტები.