მიხელ სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართავს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდა", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტში გამართული დებატების კომენტირებისას.
"ევროპარლამენტში გამართულ დებატებს "ნაციონალური მოძრაობა" ისტერიულად ეწინააღმდეგებოდა, რაც სააკაშვილმა დაადასტურა იმ ცნობილ ვიდეოში, რომელიც გუშინ გავრცელდა. ევროპარლამენტში დებატებს ეწინააღმდეგებოდა კაცი, რომლიც ამბობს, რომ თითქოს მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ევროპულ სტრუქტურებში მუდმივად დღის წესრიგში იყოს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ არის მათ ინტერესებში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საკითხები იხილებოდეს და რატომ არიან ასეთი გაბოროტებულები დღეს და გუშინ, როცა მათი ნების მიუხედავად, დებატები მაინც გაიმართა", - განაცხადა ხიდაშელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დებატების გამართვას ორი ფრაქცია ეწინააღმდეგებოდა - სახალხო პარტია და კომუნისტები.
"ორად ორი ფრაქცია, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შესახებ დებატების გამართავს, ეს იყო ევროპის სახალხო პარტია/კონსერვატორები, რომელსაც ეკუთვნის პარტიულად "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე კომუნისტები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ევროპარლამენში დებატები არ გამართულიყო",_ განაცხადა ხიდაშელმა
შეგახსენებთ, 4 ივლისს ევროპალამენტში საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა.