Samsung Electronics-მა ახალი სმარტფონი GALAXY Chat-ი წარმოადგინა. ახალი ტელეფონის პრეზენტაცია კომპანიამ თავისი ერთგული კლიენტებისთვის გამართა.
ახალი მოდელი უფრო ხელსაყრელია ინტერნეტში სამუშაოდ, რადგანაც აღჭურვილია QWERTY- კლავიატურით. Samsung GALAXY Chat-ის პრეზენტაცია ესპანეთში შედგა და სულ მალე მისი რეალიზაცია მთელს ევროპაში მოხდება. ახალი სმარტფონის ფასი ამ დროისათვის არ კონკრეტდება.