ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე საშიში გზების რეიტინგი შეადგინეს, რომლის პირველ ათეულში ცხრა ადგილი ევროპულ გზებს უკავია.
ყველაზე საშიშ გზებს ნორვეგიის ე.წ. "ტროლების კიბე" ლიდერობს, რომელიც ქალაქებს - ონდალსნესა და ვალიდალს - შორის მდებარეობს.
"ტროლების კიბე" მოიცავს 11 უმსხვილეს მოსახვევს და 12-გრადუსიან აღმართებს. გზის ეს მონაკვეთი ევროპაში ყველაზე საშიშ გზადაა დასახელებული. გზის სიგანე 3,3 მეტრია, ხოლო სიმაღლიდან ვარდნის სიგრძე კი 400 მეტრი.
"ტროლების კიბე" ძალიან იზიდავს უცხოელ ტურისტებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ტროლების კიბე" ზამთრობით იკეტება, რადგანაც ის გადაადგილებისთვის მეტად სახიფათო ხდება. ავტომაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ მაისიდან ოქტომბრის ბოლომდეა ნებადართული.