თვითმფრინავების ევროპელი მწარმოებელი Airbus-ი აშშ-ში ვიწროსალონიანი თვითმფრინავების - A320- ამწყობ საწარმოს ხსნის.
Airbus-ის აღმასრულებელი დირექტორის ფაბრის ბრეგეს განმარტებით, ახალი საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს 20 წლის განმავლობაში, აშშ-ს ბაზარს 4,6 ათასი თვითმფრინავი მიაწოდოს. საწარმოს მშენებლობა 2013 წლის ზაფხულში დაიწყება, ხოლო საწარმოში თვითმფრინავების აწყობა კი - 2015 წლიდან იგეგმება. პროექტის განხორციელებით Airbus-ი პენტაგონის დაინტერესებას შეეცდება.