ტომ კუზი ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად დასახელდა. Forbes-ის ინფორმაციით, ცნობილმა ჰოლივუდელმა ერთ წელიწადში 75 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
Forbes-ის 2011 წლის რეიტინგზე პირველ ადგილზე და შესაბამისად ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად ლეონარდო დი კაპრიო იყო დასახელებული, რომელმაც 77 მლნ დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ამჟამინდელი რეიტინგით მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ 37 მლნ დოლარზე მეტია.
რეიტინგში მესამე პოზიციაზე, ისევე როგორც გასულ წელს ადამ სენდლერია, რომელმაც ერთ წელიწადში 37 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო გასული წლის სტატისტიკით მას ერთ წელიწადში 40 მლნ დოლარი ჰქონდა გამომშავებული.
Forbes-ის რეიგინგში ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობთა ხუთეულში მოხვდნენ ასევე დუენ ჯონსონი 36 მლნ დოლარით და ბენ სტილერი 33 მლნ დოლარით.