ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ნატოს განმდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
დავით ბაქრაძისა და ანდრეს ფოგ რასმუსენის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება იყო.
დავით ბაქრაძემ გარდა ამ საკითხისა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზეც თუ რა ძირითადი მიმართულებებით უნდა იმუშაოს საქართველომ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ყურადღება გამახვილდა ბუქარესტის სამიტის ვალდებულებების შესრულებაზე, რათა საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად გახდეს ალიანსის წევრი.
მხარებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.