უკრაინის უმაღლესმა რადამ თავმჯდომარის ვლადიმერ ლიტვინის გადადგომა არ მიიღო და ამ საკითხის დღის წესრიგში ჩართვაზე განსახულველად მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. თავისი განზრახვის შესახებ კი მან მას ემდეგ განაცხადა, რაც უკრაინის პარლამენტმა "ენების შესახებ" კანონპრპექტი მიიღო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ენის გავრცელების სფეროს მნიშვნელოვნად ზრდის.
ოთხშაბათს მან სთხოვა დეპუტატებს, რომ მისი გადადგომა მიეღოთ და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცედურა კანონპროექტთან დაკავშირებით მის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან იგი პრეზიდენტთან "დაიბარეს".
"მე მომატყუეს, მოატყუეს უკრაინა და მოატყუეს ხალხი", _ განაცხადა ლიტვინმა დარბაზში ხმაურის ატეხვის შემდეგ.
ამასთან ერთად აღსანიშნავი, რომ უკრაინის კონსტიტუციით კანონმდებლობით, რადის მიერ მიღებულ კანონპროექტს რომელსაც ბოლოს პრეზიდენტი აწერს ხელს რადის თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე პრეზიდენტს ვერ წარუდგენენ. ლიტვინმა კი უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი კანონპროექტს არავითარ შემთხვევაში ხელს არ მოაწერს.
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონების პარტია აპირებს სასამართლოს მიმართოს იმ შემთხვევაში თუ ლიტვინი მას ხელს არ მოაწერს.