სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის 2 კვირიანი სტაჟირების ინტენსიური პროგრამა დაიწყო. სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ობიექტებზე გაივლიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე მიმდინარეობს საზაფხულო სტაჟირების გავლის მსურველთა ტესტირება, რომელიც ზოგად და პროფესიულ უნარებში ტარდება.
შერჩეული სტუდენტები გადამზადების ინტენსიურ კურსს გაივლიან. მათთვის განსაზღვრული იქნება კონკრეტული სასწავლო პროგრამა და შესაბამისი დავალებები, რომელსაც მეთვალყურეობას წინასწარ შერჩეული კოორდინატორები გაუწევენ.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი შესაბამის (სტაჟირების) სერტიფიკატს მიიღებს.
მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია 2012 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
შევსებული აპლიკაციების მიიღება იწარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მისამართზე: მარშალ გელოვანის გამზირი #6. ტელ: +(99532) 237 80 09; აგრეთვე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: kadrebi@moa.gov.ge