მსოფლიოს სახელმწიფოების სტაბილურობის რეიტინგში "Failed States", რომელიც აშშ-ის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის "მშვიდობის ფონდის" (The Fund for Peace) მიერ არის მოზადებული საქართველო 51-ე ადგილზეა. აღნიშნული მაჩვენებელი "წითელ" კრიტიკულ ზონას განეკუთვნება. საქართველოს ერთი ადგილით უსწრებს ლიბია და ერთი ადგილით ჩამორჩება კამბოჯა.
ინდექსი 12 პარამეტრით ფასდება, რომელიც 3 ძირითად ჯგუფში - სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური - არის გაერთიანებული.
ექსპერტები აკეთებენ ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ანალიზს, არიან თუ არა ისინი ქმედუნარიანნი უნზრუნველყონ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე ფასდება დემოგრაფიულ საფრთხეები, საზოგადოების მდგომარეობა, მომსახურეობა, სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რეიტინგში აისახება ეკონომიკის მდგომარეობა მისი განვითარება, მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კანონის უზენაესობა, ელიტის ფრაგმენტაცია, ინტელექტუალების გადინება ქვეყნიდან, შეუწყნარებლობა.
რეიტინგში თითოეული მიმართულება ფასდება 10-ბალიანი შკალით, სადაც ათი სახელმწიფოს ქმედუნარობისა და მაღალი რისკის მაჩვენებელია, ხოლო 0 არის საუკეთესო შედეგი და ადასტურებს მინიმალურ რისკებს სტაბილურობის საფრთხისადმი.
რეიტინგის მიხედვით, საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში და უკრაინაში, რომლებიც ნარინჯისფერ კატეგორიაში მოხვდნენ.
ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან საქართველოსთან ერთად კრიტიკულ "წითელ" ზონაში მოხვდნენ უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
რეიტინგში პირველ ადგილზე - ყველაზე ცუდი მდგომარეობით, აღმოჩნდა სომალი, მეორე ადგილზე კი კონგო.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე ანუ ყველაზე შემდგარ სახელმწიფოებად სახელდებიან ფინეთი, შვედეთი, დანია, შვეიცარეია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ირლანდია, კანადა, ავსტრია, ნიდერლანდები, ისლანდია, ავსტრაია და გერმანია.
აშშ რეიტინგში 158-ე ადგილზეა, ხოლო დიდი ბრინატეთი 159-ე ადგილზე.