"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი კახა კუკავა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეეხებოდა.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე დაწესებული არის მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და საპყრობილის ექიმები იღებენ სრულ პასუხისმგებლობას, რომ გაუთვალისწინებელი შედეგი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, საქმის მასალები არ არის საჯარო და მასზე გრიფი საიდუმლოა დადებული, ამიტომ სახალხო დამცველის ოფისს არ ეძლევა საქმეზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა.
კახა კუკავამ თხოვნით ტუღუშს თხოვნითაც მიმართა "უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სხდომების საჯაროობა, რათა საზოგადოება და მედია თავად დარწმუნდეს არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეში".
ცოტნე გამსახურდიას საქმის მოსმენასთან და სასამართლოს სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.