საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი ნიკა გილაური ოფიციალურად მუშაობას 10 ივლისიდან შეუდგება. როგორც საპარტნიორო ფონდის თანამშრომლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, გილაური იმავე დღეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენციასაც გამართავს.
საპატნიორო ფონდი პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის აპარტამენტში განთავსდება, სადაც უკვე დაწყებულია ფონდისთვის განკუთვნილი ოთახების მოწყობა.
შეგახსენებთ, 30 ივნისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელად დაინიშნა. მთავრობა „საპარტნიორო ფონდს" შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის გასულ წელს შექმნა.
„საპარტნიორო ფონდიდან" დასაფინანსებელი პროექტები კონკურენტული წესით უნდა შეირჩეს, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ნაკლებ თანადაფინანსებას ითხოვს.
ასევე, შეუძლებელია „საპარტნიორო ფონდიდან" მომსახურების და უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის თანადაფინანსება.