უკრაინამ ქართული მხარისგან ოფიციალურად უკვე მიიღო შეთავაზება ლაზიკაში პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ქვეყანა სავარაუდოდ, ჩაერთვეება ლაზიკის მშენებლობაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ განუცხადა.
მისი თქმით, ლაზიკაში პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობის საკითხი განხილული იქნა ერთობლივი უკრაინულ-ქართული სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს პორტებისა და აეროპორტების, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი გამოცდილება.
"მიმაჩნია, რომ მრავალი ჩვენი კომპანია ჩაერთვება ამ პროექტში, როგორც ინვესტორი, ასევე სამუშაოს შემსრულებლის როლში, მასალისა და მოწყობილობების მიმწოდებლად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სერგეი ტიგიპკომ.