ლონდონში ტერორისტული აქტების დაგეგმვის ბრალდებით ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებები დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა დიდ ბრიტანეთში ისლამისტი ექსტემისტების შესაძლო შეთქმულებასთან.
პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულებები რომლებიც იგეგმებოდა დაკავშირებული არ იყო ოლიმპიურ თამაშებთან, რომლებიც ლონდონში სამი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს.