წელს უკრაინაში ცირტუსის გატანის მსურველი საქართველოს მოქალაქეები სხვა რეჟიმში დაიბეგრებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" უკრაინის ვიცე პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ განუცხადა.
მისი თქმით, დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას ”საბაჟო კანონის" ახალი რედაქცია განაპირობებს.
"ადრე საბაჟო კანონმდებლობა არცთუ ისე კორექტულად არეგულირებდა საბაჟო ღირებულების ფორმირების საკითხს. ინსპექტორები საქონლის ფასს განსაზღვრავდნენ გეოგრაფიული თავისებურების გათვალისწინების გარეშე და იგივე ქართული მანდარინი შესაძლებელი იყო შეფასებულიყო უფრო ძვირადღირებული ესპანური ციტრუსის მსგავსად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს"სერგეი ტიგიპკომ.
ტიგიპკომ აღნიშნა, რომ 1-ლი ივნისიდან ძალაში შესული უკრაინის "საბაჟო კოდექსის" ახალი რედაქცია ამ საკითხებს დაარეგულირებს.
"1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა უკრაინის "საბაჟო კოდექსის" ახალი რედაქცია და ვფიქრობ, ამასთან მიმართებაში ყველა პრობლემური საკითხი მოიხსნება", - განაცხადა ტიგიპკომ.