გორის გამგეობამ კოალიცია "ქართული ოცნებას" 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი განუცხადა.
გამგეობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ "ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 15 ივლისს აღნიშნული ტერიტორიის პარალიზება. ამასთან, გთავაზობთ ალტერნატიულ ტერიტორიას მანიფესტაციის და შეკრების ჩასატარებლად გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მე-2 კმ-ზე, საფეხბურთო სტადიონ "ქართლის" მიმდებარე ტერიტორიაზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხდებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" 15 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გორის გამგეობას დღეს კიდევ ერთი მიმართა. ,,ქართული ოცნება" აქციის ჩატარებისთვის ამჯერად კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოედნის გამოყოფას ითხოვს.