არამდგრადი ამინდი საქართველოს მასშტაბით 14 ივლისამდე შენარჩუნდება.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორძემ განაცხადა 14 ივლისამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა.
,,საქართველოს მასშტაბითDდღის პირველ ნახევარში ძირითადად უნალექო ამინდა მოსალოდნელი, ხოლო მეორე ნახევარში ნალექი წვიმის სახით. თუმცა ძლიერ წვიმებს აღარ ველოდებით. ასეთი არამდგრადი ამინდი 14 ივლისამდე შენარჩუნდება", _ განაცხადა სვეტა ნიორაძემ.