"ქრისტიან-დემოკრატები,, პრემიერ-მინისტრისთვის თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირების შესახებ კანონის მიღების არჩევნებამდე გადადებას მოითხოვენ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშეE სხდომაზე "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებეის პროექტის განხილვისას განაცხადა.
ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ იქნება კოალიციური მთავრობა და არა დღევანდელივით, მისი შეფასებით - მონოპარტიული მთავრობა, შესაბამისად ეს კანონი ისევ შესაცვლელი იქნება.
მისი განმარტებით, მინისტრების დასწრება მთავრობის სხდომაზე კანონში ისე უნდა განისაზღვროს, რომ მორგებული იყოს კოალიციურ მთავრობაზეც, როდესაც ამა თუ იმ მინისტრის დასწრების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება არ იქება შესაძლებელი.
,,უცნაურია გადაწყვეტილება, როცა მინისტრი ახდენს დელეგირებას ისეთი უფლებამოსილების განხორციელების, როგორიც არის ინდივიდუალური სამართლებლივი აქტების ბრძანების გამოცემა. დღევანდელი მოდელით პრეზიდენტი ნიშნავს გუბერნატორებს, 2013 წლის შემდეგ კი პორემიერი და როგორ შეიძლება მის ნაცვლად სხვამ იურთიერთობოს ამ გუბერნატორებთან. მომავალში იქნება კოალიციური მთავრობა, რადგან არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული. ეს კანონპროექტის კი ისევ შესაცვლელი იქნება და ამიტომ არჩევნებამდე ცოტა დროა და საერთოიდ გადავდოთ კანონპროექტის განხილვა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა, მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კანონპროექტით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტი საბოლოოდ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება.