შპს ვიმპელკომი („ვიმპელკომი", „კომპანია" ან „ჯგუფი"), სატელეკომუნიკაციო მომსახურების წამყვანი გლობალური პროვაიდერი და გუგლი, გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი ცდილობენ გააუმჯობესონ ადამიანების ინფორმაციის საშუალებით დაკავშირების გზები და შეთანხმდნენ ბაზარზე გაუშვან ახალი, გაუმჯობესებული ციფრული გასართობი ტექნოლოგია ვიმპელკომის მომხმარებლებისთვის.
ვიმპელკომის მომხმარებლები, საკუთარი მობილური ანგარიშების მეშვეობით თავისუფლად მოძებნიან, გამოიყენებენ და შეიძენენ Google Play-ს კონტენტს. ნებისმიერი შეძენილი აპლიკაციის ღირებულება მარტივად გამოიქვითება მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი კრედიტიდან ან უბრალოდ დაემატება მათ ყოველთვიურ ანგარიშს.
Google Play-ს მაღაზია ერთდროულად გვთავაზობს გუგლის ციფრულ პროდუქციას, მათ შორის აპლიკაციებ, თამაშებს, გუგლის წიგნებს, გუგლის მუსიკას და გუგლის ფილმებს. მომხმარებლებს, ერთი ფანჯრის პრინციპით, ხელი მიუწვდემათ მთელ თავიანთ აუდიოთეკაზე, ვიდეოთეკაზე, ბიბლიოთეკაზე, აპლიკაციებზე და თამაშებზე, რომლებიც ამავდროულად ონლაინ ინახება და არ საჭიროებს მოწყობილობების სინქრონიზაციას.
სპეციალური „ვიმპელკომის არხი" ვიმპელკომის მომხმარებლებს გაუმარტივებს ნავიგაციას Google Play-ს მაღაზიაში არსებულ 600,000 აპლიკაციას შორის. „ვიმპელკომის არხი", რომელიც ხელმისაწვდომია Google Play-ს ლოკალურ მაღაზიაში, მოიცავს ლოკალური კონტენტის და სერვისის შესაბამის ათეულობით აპლიკაციას.
„ვიმპელკომის არხი" და მობილური ანგარიშის ანგარიშსწორებები Google Play-ს მაღაზიისთვის ჩაეშვება ვიმპელკომის ოპერაციებში მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიმდინარე წლიდან დაიწყება.
მიხეილ გერჩუკი, ვიმპელკომის ჯგუფის კომერციული დირექტორი აღნიშნავს: „გუგლთან თანამშრომლობა, ჩვენს მომხმარებლებს უზრუნველყოფს მოხერხებულად გამოიყენონ და გადაიხადონ თანხა მილიონობით აპლიკაციისთვის, თამაშებისთვის და სიმღერებისთვის, რაც გაზრდის სმარტფონის გამოყენებას ქვეყნებში, სადაც საბანკო და საკრედიტო ბარათის სერვისები ფართოდ არ გამოიყენება".
„საბაზრო სეგმენტის უდიდეს ნაწილში, ჩვენი კომპანია პირველია, რომელიც ჩაუშვებს მობილური ანგარიშებით ანგარიშსწორებას Google Play-ს მაღაზიაში, ხოლო „ვიმპელკომის არხი"-ს საშუალებით, მსოფლიოს მასშტაბით მოახდენს, შესაბამისი კონტენტის გენერირებას ჩვენი მილიონობით მომხმარებლისთვის, რომლებიც ანდროიდ სმარტფონებით სარგებლობენ" - დასძინა მან.
ბოლოდროინდელი შეთანხმება, ვიმპელკომის მდგრადი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო მობილური ინტერნეტის მიწოდებას, რასაც ემატება სულ ახლახანს Opera-სთან დამყარებული პარტნიორული ურთიერთობა, რათა დაბალფასიანი მობილური ტელეფონების მქონე მომხმარებლები უზრუნველყონ უკეთესი მობილური ინტერნეტ სერვისით.