საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი, საყოველთაო " მობილი- ზაციის " მეორე ეტაპს აცხადებს და აბონენტებს საშუალებას აძლევს 25 % მდე ფასდაკლებით შეიძინონ ტელეფონები და სამი თვის განმავლობაში ბილაინის აბონენტებს შეუზღუდავი დროით ესაუბრონ.
დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ის აბონენტი ვინც შეიძენს ბილაინის მობილურ ტელეფონებს, რომელთა ღირებულება 25 % -იანი ფასდაკლების შემდეგ 99 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს, სამი თვის განმავლობაში ბილაინის შიდა ქსელში უფასოდ ისაუბრებს.
ფასდაკლების პარალელურად, ორ კვირაზე მეტია ბილაინის ტელეფონებზე მოქმედებს უპროცენტო განვადება, რომელმაც ბილაინის სმარტფონების და ანდროიდების გაყიდვები რამდენჯერმე გაზარდა.
"ბილაინის აბონენტებთა რაოდენობამ უკვე მობილური ტელეფონების მომხარებლების 20 %-ზე მეტი შეადგინა,ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი ჩვენი აბონენტია. აქედან გამომდინარე, ახალი აბონენტების მოზიდვის და არსებული აბონენტებისთვის მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებების მიწოდებას განვაგრძობთ.
ჩვენი აზრით მობილური ტელეფონის შეძენა და მისი გამოყენება ერთი უწყვეტი პროცესია, ამ ფაქტის გათვალიწინებით ვცდილობთ,რომ ახალი შეთავაზებები კიდევ უფრო ხელსაყრელი იყოს ჩვენი აბონენტებისათვის.
რევოლუციურ შეთავაზები გაზრდის მაღალი სპეციფიკაციის მქონე მოდელების ხელმისაწვდომობას და სხვა და სხვა თანამედროვე ფუნქციებით და მობილური ინტერნეტის გამოყენების საშუალებას. ყველა ტელეფონი აღჭურვილია როგორც GPRS ისე WI-FI ფუნქციებით, რომლითაც ჩვენი აბონენტები თავისუფლად ისარგებლებენ". - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.