ხვალ, 5 ივლისს, 13:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება.
კომენტარის ავტორები არიან ლევან ნადარაია (საკონსულტაციო კომპანია "ალექსანდრეს" საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი), ზვიად როგავა (კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი საჯარო სამართალში), კახა რუხაძე (უფროსი საგადასახადო მენეჯერი, KPMG-საქართველო) და ბონდო ბოლქვაძე (საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი, USAID - EPI).
კომენტარი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამების - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "მართლმსაჯულების დამუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (JILEP) და "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა" (EPI) - მეშვეობით.