ირანის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების განადგურებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის ელიტური კორპუსის ავიაციის სარდალმა ამირ ალი ხაჯი-ზადემ გემთსაწინააღმდეგო რაკეტების წარმატებით გაშვების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ყველა ეს ბაზა ჩვენი რაკეტების მისაწვდომობის ზონაში იმყოფება და ოკუპირებული მიწები (ისრაელი) ასევე არის სამიზნე ჩვენთვის", _ განაცხადა სარდალმა და დააკონკრეტა, რომ ირანის რაკეტების მისაწვდომობის ზონაში აშშ-ის 35 სამხედრო ბაზაა.
"უკვე შევიმუშავეთ ზომები ბაზების შესაქმნელად და მასზე რეკალების განსათავსებლად და აუცილებლობის შემთხვევაში დარტყმას თავდასხმის შემდეგ პირველივე წუთებში მივიტანთ", _ განაცხადა ამირ ალი ხაჯი-ზადემ.